1-ლი დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ 1-ლი მოდულის 1-ლი, მე -2 და მე -3 აქტივობები;
- დაწვრილებით განიხილეთ ინტელის რესურსების ჩანართის "დაწყებითი, საბაზო ან საშუალო საფეხურის პროექტების" ერთი პროექტის გეგმა და მისი რესურსები;
- ჩამოწერეთ ის აქტივობები, რომლებიც თქვენს მიერ განხილულ პროექტშია მოცემული;
- მოიფიქრეთ საპროექტო იდეა.
მე -2 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ 1-ლი მოდულის მე -4, მე -5 და მე -6 აქტივობები;
- დაასრულეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.
მე -3 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-2 მოდულის 1-ლი და მე -2 აქტივობები;
- გადახედეთ თქვენი საგნის სტანდარტს (ესგ) და 21-ე საუკუნის უნარ-ცვევებს, სეარჩიეთ რომელი მათგანის მირწევა/განვითარება გსურთ თქვენ პროექტში;
- შეიმუშავეთ თქვენი პროექტისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ამაში დაგეხმარებათ მე-2 მოდულის მე-2 აქტივობა "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას". თქვენ დაგჭირდებათ: 1 ზოგადი კითხვა, 2 თემატური და 3 შინაარსობრივი კითხვა.
მე -4 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-2 მოდული;
- გადახედეთ შეფასების ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმის შაბლონში დროში გაწერილი შეფასების გეგმა სრულყავით:
- http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/strategies.html
- გადახედეთ პროექტის გეგმას და ჩაასწორეთ;
- დაასრულეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა. პრეზენტაციის ნიმუშს ნახავთ: რესურსების ჩანართი/სასწავლო პროექტების პრეზენტაციის ნიმუშები.
მე-5 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-3 და მე-4 მოდულები;
- დაათვალიერეთ რესურსების ჩანართი/მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები;
- დაასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
მე-6 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-5 მოდული;
- პროექტის გეგმის შაბლონში გადახედეთ "შეფასების მოკლე მონახაზს". საჭიროებისამებრ შეიტანეთ ცვლილებები;
- პროექტის პორტფოლიოში გახსენით საქაღალდე "შეფასებები", ფაილში "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა"-ში საჭიროებისამებრ შეიტანეთ ცვლილებები.
მე-7 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-6 მოდული;
- გახსენით თქვენი პროექტის პორტფოლიო/სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და "დიფერენცირებული სწავლების" პუნქტში საჭიროებისამებრ შეიტანეთ ცვლიებები;
- გახსენით თქვენი პროექტის პორტფოლიოს ქვესაქაღალდე "სასწავლო პროექტის დამხმარე" და დაასრულეთ ელექტრონული სავარჯიშოები.
მე-8 დღე:
- ელექტრონული სახელმძღვანელო "პროექტებით სწავლება";
- წაიკითხეთ მე-7 მოდული;
- გახსენით თქვენი პროექტის პორტფოლიოს ქვესაქაღალდე "სასწავლო პროექტის დამხმარე" და ფასილიტაციის ელექტრონული რესურსები სისრულეში მოიყვანეთ;
- გახსენით თქვენი პროექტის პორტფოლიოს ქვესაქაღალდეს "სასწავლო პროექტის გეგმის" ფაილი "სასწავლო პროექტის გეგმა-შაბლონი" და შეავსეთ პუნქტი "სასწავლო პროცედურები".
No comments:
Post a Comment